Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 ვებინარი/პანელური დისკუსია კონკურენციის სამართალში

 

 ვებინარი/პანელური დისკუსია კონკურენციის სამართალში

 

 

2026 წლის 13 მარტს, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ევროპული და შედარებითი სამართლისა და პოლიტიკის (ECCLAP) მოდული, გლაზგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, უმასპინძლებს მიმდინარე წლის მეორე ვებინარს კონკურენციის სამართალში.

 

ვებინარი გაიმართება პანელური დისკუსიის სახით და შეეხება კონკურენციის სამართლისა და აღსრულების სიახლეებს ჩინეთში. დისკუსიის ფარგლებში, ევროკავშირის, ჩინეთისა და საერთაშორისო კონკურენციის სამართლის საკითხებზე მომუშავე ოთხი მეცნიერი მიმოიხილავს ჩინეთში ეროვნული პოლიტიკის როლს კონკურენციის სამართლისა და აღსრულების განვითარებაში და ისაუბრებს, თუ რა როლს თამაშობს ჩინური კონკურენციის სამართლის ცვლილებები გლობალურ ეკონომიკურ ცვლილებებში.

 

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

დოქტორი ლიანგ ლი (ასოცირებული პროფესორი, ჩინეთის პოლიტიკურ მეცინერებათა და სამართლის უნივერსიტეტი)

დოქტორი მარტინ ლაი (ასოცირებული პროფესორი, ჰონ კონგის საქალაქო უნივერსიტეტი)

დოქტორი კონსტანტინოს სტილიანუ (ასოცირებული პროფესორი, გლაზგოს უნივერსიტეტი)

 

ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე, ონლაინ რეჟიმში. პანელური დისკუსია გაიმართება 13 მარტს, თბილისის დროით 15:30 - 17:00 საათებში. 

 

რეგისტრაციის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგი ლინკის საშუალებით -  https://forms.gle/KHR7CpDZaZss7ySt6 - 12 მარტის საღამოს 8 საათის ჩათვლით."

 

თარიღი: 05/03/2026